„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის №774 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „Crosslane Investments Limited-ის კანონიერი წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1784
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016251
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება   საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე­ბის შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (1037‑Iს) საქართველოს კანონის მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახე­ლ­მწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედი­სათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის  774 განკარგულებით (შემდგომში–  განკარგულება) განსაზ­ღვ­რუ­ლისაგან განსხვავებული შემდეგი პირობები:

ა) განკარგულების მე‑2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პი­რობის ნაცვლად ამავე განკარგულებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნა­წილზე (4000 კვ.მ)  ბაზრობის კომპლექსის მოწყობა, სადაც მინიმუმ 70 ადა­მიანს შესაძლებლობა ექნება მოახდინოს სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაცია 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე;

ბ) განკარგულების მე‑2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს დაემატოს საპრივატიზებო პირობა, კერძოდ,ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ  1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლა­რის ინვესტიციის განხორციელება და კომპლექსში (ცხოველთა სასაკლაო კომპლექსი/ბაზრობის კომპლექსი)  2011 წლის 1 ნოემბრიდან  2014 წლის 1 იანვრამდე  არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება.

      2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 491 მუხ­ლის შესაბამისად,დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ–  სახელმწიფო ქო­ნების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს„Crosslane Investments Limited-ის კანონიერი წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში“ (ს/ნ 426519083), შპს „აგროლაინ ლიმიტედსა“ და საქართველოს ეკონო­მი­კური განვითარების სამინისტროს შორის 2009 წლის 27 ნოემბერს და­დებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, „სახელმწიფო სა­კუ­თ­რებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონ­კუ­რენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრი­ვატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის 774 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 თებერვლის N04/02/03 განკა­რ­გულების გამოცემამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო­სგან გათავისუფლების შესახებ.

  3. საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტროს სისტე­მაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა–  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრუ­ლების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბა შვილი