„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483-რს დადგენილებისა და „რუსეთის ფედერა¬ციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვის¬ტოს №243-რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე¬ლების უზრუნველყოფის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№552
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№552

2008 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის № 3483-რს დადგენილებისა და „რუსეთის ფედერა­ციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვის­ტოს № 243-რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე­ლების უზრუნველყოფის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანო­ნის მე-6 მუხლის საფუძველზე „საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483 რს დადგენილე­ბისა და „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტო­რი­ების ოკუპაციის შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს №243-რს დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად:

1. ,,საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვი­დო­­ბო ძალების შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483-რს დადგენილებისა და „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს №243-რს დადგენილების შესრულების მიზნით დაიწყოს აუცი­ლებელი პრო­ცე­დურები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსე­თის ავტო­ნო­მიურ ოლქში მიმდინარე ე.წ. სამშვიდობო ოპერა­ციე­ბის უსწრა­ფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარა­ღებული ძა­ლე­ბის საქართველოს ტერიტორიიდან დაუ­ყოვ­ნებ­ლივ გაყვა­ნი­სა­თვის.

2. აფხაზეთში ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალე­ბის საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებელი გაყვანის მიზ­ნით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა (ე. ტყეშე­ლაშ­ვი­ლი) გაუგზავნოს შეტყობინება დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს, როგორც „აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების ვადის გაგრძე­ლების თაობაზე“დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 2003 წლის გადაწყვეტილების დეპოზიტარს, საქარ­თველოს სურ­ვილის შესახებ _ შეწყდეს სამშვიდობო ოპე­რა­ცია;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რე­ინ­ტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატ­მა (თ. იაკობაშვილი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპა­რატ­თან შეთანხმებით მოამზადონ საქართველოს პრემიერ-მინის­ტრის წერილები დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურე­ბის სა­ხელზე. პრეზიდენტებს ეცნობებათ დსთ-ს აღმასრულე­ბელ კო­მი­ტეტში შესაბამისი ნოტის გაგზავნისა და საქარ­თვე­ლოს გადაწყვეტილების შესახებ _ შეწყდეს სამშვიდობო ოპე­რაცია და განემარტებათ ამ გადაწყვეტილების მიღების გა­მომ­­წვევი მიზეზები;

გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგ­რაციის საკითხებში მოამზადოს განცხადება „ცეცხლის შეწყ­ვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“1994 წლის 14 მაისის შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების თაო­ბაზე, რომელიც ავტომა­ტუ­რად ჩაანაცვლა საფრანგეთის პრე­ზიდენტის ნიკოლა სარ­კოზის ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ „ცეცხლის შეწყვეტის შე­სა­ხებ“;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილები დააგზავნოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ეუთოს თავმჯდომარისა და გენერალუ­რი მდივნის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და სა­პარ­ლამენტო ასამბლეის და ევროკავშირის თავმჯდომარის სა­ხელზე საქართველოს ოფიციალური პოზიციის განმარ­ტებით.

3. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდი­ნარე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქარ­თვე­ლოს ტერიტორიიდან დაუყოვნებელი გაყვანის მიზნით:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

ა.ა) გაუგზავნოს შეტყობინება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ“ 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და შესაბა­მი­სად მოითხოვოს სამშვიდობოების დაუყოვნებელი გაყვანა;

ა.ბ) წერილები დააგზავნოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ეუთოს თავმჯდო­მარისა და გენერალური მდივნის, ევროპის საბჭოს გენერა­ლუ­რი მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს გენერა­ლუ­რი მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავ­შირის თავმჯდომარის სახელზე საქართველოს ოფიციალური პოზი­ციის განმარტებით;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრა­ციის საკითხებში გააკეთოს განცხადება საქართველოს შსკ-დან გამოსვლის შე­სა­ხებ.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

ა) გააკეთოს ოფიციალური განცხადება ყოფილი სამ­ხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონო­მიური რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერი­ტორიებად გამოცხადების შესახებ;

ბ) რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინის­ტროს გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება რუსეთის ფედე­რა­ციას­თან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავ­რო­ბის 2008 წლის 27 აგვისტოს №550 განკარგულება „საქარ­თველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483-რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა გან­ხორ­ციელების უზრუნველყოფის თაობაზე.“.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                                       ვ. გურგენიძე