„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483 რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№550
2008 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის № 3483 რს დადგენილებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის თაობაზე
1. ,,საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ“საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის №3483 რს დადგენილების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად დაიწყოს აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის.
2. აფხაზეთში ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებელი გაყვანის მიზნით:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. ტყეშელაშვილმა გაუგზავნოს შეტყობინება დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს, როგორც „აფხაზეთში, საქართველო, კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების ვადის გაგრძელების თაობაზე“დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს 2003 წლის გადაწყვეტილების დეპოზიტარს, საქართველოს სურვილის შესახებ – შეწყდეს სამშვიდობო ოპერაცია;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა (თ. იაკობაშვილი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეთანხმებით მოამზადონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილები დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების სახელზე. პრეზიდენტებს ეცნობებათ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში შესაბამისი ნოტის გაგზავნისა და საქართველოს გადაწყვეტილების შესახებ – შეწყდეს სამშვიდობო ოპერაცია, და განემარტებათ ამ გადაწყვეტილების მიღების გამომწვევი მიზეზები;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში მოამზადოს განცხადება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომელიც ავტომატურად ჩაანაცვლა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ~;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილები დააგზავნოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ეუთოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავშირის თავმჯდომარის სახელზე საქართველოს ოფიციალური პოზიციის განმარტებით.
3. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებელი გაყვანის მიზნით:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:
ა.ა) გაუგზავნოს შეტყობინება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ“ 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და შესაბამისად მოითხოვოს სამშვიდობოების დაუყოვნებელი გაყვანა;
ა.ბ) წერილები დააგზავნოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ეუთოს თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს გენერალური მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავშირის თავმჯდომარის სახელზე საქართველოს ოფიციალური პოზიციის განმარტებით;
ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში გააკეთოს განცხადება საქართველოს შსკ-დან გამოსვლის შესახებ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე