რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№790
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №790

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მისად მიღე­ბულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტროსთან შექმნი­ლი ვა­და­გადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალია­ნებების რესტრუქტურიზაციის მიზან­შეწო­ნილობის საკითხის შემ­სწავლე­ლი კომისიის წინადადება და განხორციელდეს:

1.1. ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწე­სებუ­ლება – ,,ტე­ლე­ვიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარ­ტა­მენტზე“ რიცხუ­ლი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავა­ლიანების – 4 948 002 ლარის რესტრუქტურიზაცია, აგრეთვე, ,,საგადასახადო დავა­ლიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტური­ზაციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თა­ნახმად – შპს ,,სახელ­მწიფო უზრუნველყოფაზე“ მოგების გადასახადის ნა­წილ­­ში რიცხული ვადაგადაცი­ლე­ბული საგა­დასახადო დავა­ლიანების – 1 640 000 ლარის რესტრუქ­ტურიზაცია.

1.2. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ„ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნ­ქტის საფუძველზე – „საქართველოს ენერგეტიკული სისტე­მისა და მოსახლეობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომა­რაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2007 წლის 3 იანვრის №1 გან­კარ­გულებით და შემდგომ პერიოდში მასში საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 12 იანვრის №11, 6 თებერვლის №55, 5 აპ­რი­ლის №172 და 30 მაისის №264 განკარგულებებით შეტა­ნილი ცვლილებების თანახმად – შპს „საქართველოს სა­ერ­თაშორისო ენერგეტიკული კორპორა­ციისათვის“ გამოყო­ფილი სესხიდან 10 606 394 ლარის (1 542 000 ლარი ვადა­გა­დაცილებული სესხი და 9 064 394 ლარი ვადადაუმდგარი სესხი) და 2008 წლის 1 ივლისის მდგომა­რეობით დარიცხული 352 525 ლარი საურავის რესტრუქ­ტურიზაცია, სულ 10 958 919 ლარი.

2. განკარგულების 1.1. და 1.2. ქვეპუნქტებში აღნიშნულ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგა­და­ცი­ლებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რეს­ტრუქტურიზა­ციის პირობები განისაზღვროს:

2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვე­უწყებო დაწესებულება – ,,ტელევიზიისა და რადიომა­უწყებ­ლო­ბის დეპარტამენტზე“ რიცხული ვადაგადაცილებული საგადა­სახადო, ხოლო შპს `საქართველოს საერთაშორისო ენერგე­ტიკულ კორპორაციაზე“ რიცხული ვადაგადაცილე­ბული სასეს­ხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირო­ბები განისაზ­ღვროს, შესაბამისად, ,,საგადასახადო დავალია­ნებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნ­ქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანარ­თის მიხედვით.

2.2. შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფაზე~ რიცხული ვადა­გადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქ­ტუ­­რი­­ზა­­ციის პირობები განისაზღვროს ,,საგადასახადო დავალია­ნებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტური­ზაციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დანართის მიხედვით, ხოლო ვადაგადა­ცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა განხორ­ციელდეს ,,საგა­დასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად განსაზღვრული პრინციპით.

3. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის სა­ფუძ­ველზე, რო­გორც უიმედო სასესხო დავალიანებები, ჩამო­ეწეროთ:

3.1. სააქციო საზოგადოება „აისბერგს“ – საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 19 ივლისის №472გ განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი, 1 050 000 ლარის სესხის გადაუხდელი ნაწილი (829 740 ლარი) და სესხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღისათვის დარიცხული საურავი.

3.2. სააქციო საზოგადოება „ფოთი-თევზს“ – საქარ­თველოს პრეზიდენტის 1995 წლის 27 დეკემბრის №87 ბრძა­ნებულების სა­ფუძ­ველზე გამოყოფილი, 1 400 000 ლარის სესხის გადაუხ­დელი ნაწილი (1 047 500 ლარი), სარგებლის პროცენტი (166 448 ლარი) და სესხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო ამ განკარგულების ძალაში შესვლის დღისათვის დარიცხული საურავი.

4. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სეს­ხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძ­ველზე სააქ­ციო საზოგადოება „ქუთაისის პურის მიმღებს“ ეპატიოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 7 ოქტომბრის №477 გან­კარგულებით რესტრუქტურიზებული 150 917 აშშ დოლარის სეს­­ხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავი – 106 308 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            გ. მგალობლიშვილი

დანართი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ

საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა შესახებ

 

საწარმოს დასახელება

 

 

 

 

 

 

 

დავალიანების სახე

რესტრუქტუ-რიზაციის დაწყების თარიღი

რესტრუქტური-ზაციის დაწყების თარიღისათვის არსებული ვადაგადაცილე-ბული საგადასახადო დავალიანებები (ლარებით)

 

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ,,ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი”

 

საგადასახადო

 

06.05.2008.

4948002 ლარი

 

5 წელი

(06.05.2008 წ-დან

06.05.2013 წ-მდე)

 

 

 2 წელი

(06.05.2008 წ-დან

06.05.2010 წ-მდე)

 

 3 წელი

(06.05.2010 წ-დან 06.05.2013 წ-მდე)

2

 

შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფა“

საგადასახადო (მოგების გადასახადი)

14.04.2008.

1640000 ლარი

24 თვე

(14.04.2008 წ-დან 14.04.2010 წ-მდე)

 

 6 თვე

(14.04.2008 წ-დან

 14.10.2008 წ-მდე)

 

 18 თვე

(14.10.2008 წ-დან

14.04.2010 წ-მდე)

3

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“

სასესხო

01.07.2008.

10958919 ლარი

5 წელი

(01.07.2008 წ-დან

 01.07.2013 წ-მდე)

 2 წელი

(01.07.2008 წ-დან

01.07.2010 წ-მდე)

 3 წელი

(01.07.2010 წ-დან

01.07.2013 წ-მდე)