რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1843
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 06/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1843

2012 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  რიგ საწარმოებ სა და ორგანიზაციებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებ ების შესახებ

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ქვეპუნქტ ების და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადების საფუძველზე:

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს:

ა) სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების – 3 616 741.40 ლარის (ძირითადი თანხა – 2 716 280 ლარი, პირგასამტეხლო – 900 461.40 ლარი) რესტრუქტურიზაცია სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე, 40 თვის ვადით (4 თვე – გაყინვა, 36 თვე – გადავადება);

ბ) შპს „ქართული ხალხური კულტურის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრ მთიების“ სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ შპს „ქართული ხალხური კულტურის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი მთიები“ უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას შესაბამის პირებთან, რომლებიც მას უწევენ მომსახურებას არსებული ანაზღაურების ოდენობის შემცირების გარეშე, ხოლო დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) შპს „ტყიბულის ჩაის“, ინდივიდუალურ მეწარმე „ალბერტ ხინიკაძის“, სამეწარმეო ამხანაგობის „ბადრი ღლონტი და სხვა“, ინდივიდუალურ მეწარმე „ბიჭიკო ბალაძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „ნინა ახობაძის“, სამეწარმეო ამხანაგობის „გოჩა მჟავანაძე და სხვები“, ინდივიდუალურ მეწარმე „ირაკლი დიასამიძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „ჯიმშერ ჯინჭარაძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „დავით ვერულიძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „მალხაზ ზოიძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „გივი ცეცხლაძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „ლეილა თხილაიშვილის“, ინდივიდუალურ მეწარმე „გოჩა ცენტერაძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „ჯონი რომანაძის“, ინდივიდუალურ მეწარმე „ლუდმილა მახარაძის“ და ინდივიდუალურ მეწარმე „ლევან სვანაძის“ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა ინდივიდუალურმა მეწარმეებმა და სამეწარმეო ამხანაგობებმა:

ა) 2013 წლის საკურორტო სეზონის დაწყებამდე მიმართონ საგადასახადო ორგანოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების მიზნით;

ბ) ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან სესხის უზრუნველსაყოფად დადებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, არა უგვიანეს ერთი თვისა, წარმოადგინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება დავალიანების გადაუხდელ თანხაზე.

3 . ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საწარმოების, სამეწარმეო ამხანაგობებისა და ინდივიდუალური მეწარმეების ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობები და რესტრუქტურიზაციის ვადები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

4. როგორც უიმედო სესხი, „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად, ჩამოეწეროთ:

ა) სს „ქართულ ჩაის“ (ს/ნ 203850332) მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების თარიღისათვის (29.04.11წ.) რიცხული:

ა.ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ სს „ქართულ ჩაიზე“ 1997 წლის 5 მაისის ხელშეკრულებით გაცემულ 1 000 000 ლარის ოდენობის სესხზე წარმოქმნილი სასესხო დავალიანება – 3 310 000 ლარი (სესხის ძირითადი თანხა – 1 000 000 ლარი, საურავი – 2 310 000 ლარი);

ა.ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 26 ივნისის №2-182 ბრძანების საფუძველზე, სს „ქართულ ჩაიზე“ გაცემულ 485 000 ლარის ოდენობის სესხზე წარმოქმნილი სასესხო დავალიანება – 1 846 248 ლარი (სესხის ძირითადი თანხა – 485 000 ლარი, პროცენტი – 72 776 ლარი, საურავი – 1 288 472 ლარი);

ა.გ) „მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და რეაბილიტაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 აპრილის №266 ბრძანებულების საფუძველზე, სს „ქართულ ჩაიზე“ გაცემულ 565 619 ლარის ოდენობის სესხზე წარმოქმნილი სასესხო დავალიანება – 1 924 236.32 ლარი (სესხის ძირითადი თანხა – 565 619 ლარი, საურავი –1 358 617.32 ლარი);

ბ) სახელმწიფო საწარმოების – „საქენერგოსა“ და „საქენერგოგენერაციის“ სამართალმემკვიდრე საწარმოებს – შპს „საქენერგო 2000“-ს და შპს „ენერგოგენერაციას“ საქართველოს ენერგოსექტორის რეაბილიტაციის მიზნით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ 1995-1996 წლებში გამოყოფილი „ზაჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის საჭიროებისთვის გამოყენებულ სესხზე წარმოქმნილი სასესხო დავალიანება – 113 144 გერმანული მარკა.

5. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად, ეპატიოს:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

ა.ა) „მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის გამოყოფილ 1 000 000 ლარის სესხზე 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არსებული სასესხო დავალიანება – 3 947 114.31 ლარი (ძირითადი თანხა – 993 424.21 ლარი, საურავი – 2 953 690.10 ლარი);

ა.ბ) „მეჩაიეობის დარგის გადარჩენისა და რეაბილიტაციისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის №177 ბრძანებულების შესაბამისად, საბერძნეთიდან უსასყიდლოდ შემოსული ხორბლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიდან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დასაბრუნებელი სასესხო დავალიანება – 485 000 ლარი;

ბ) შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფას“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11აგვისტოს №538 და 2008 წლის 13 აგვისტოს №539 განკარგულებების შესაბამისად გამოყოფილ სესხებზე 2012 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანება, სულ – 20 514 259.11 ლარი. კერძოდ, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – 11 763 494.11 ლარი (ძირითადი – 9 479 509 ლარი, პროცენტი – 862 296 ლარი, პირგასამტეხლო – 1 421 689.11 ლარი) და ვადადაუმდგარი სასესხო დავალიანება – 8 750 765 ლარი (ძირითადი – 8 182 991 ლარი, პროცენტი – 567 774 ლარი).

6. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,სს „მ.მ.კ. – 4“-ს ვადამდე შეუწყდეს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი

                                  

 

დანართი

რიგ საწარმოებზე, სამეწარმეო ამხანაგობებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების ოდენობები და რესტრუქტურიზაციის ვადები

 

 

 

დასახელება

 

 

 

 

რესტრუქ‑

ტურიზა‑

ციის

დაწყების

 თარიღი

რესტრუქ‑ტურიზებ‑

ული თანხა

(ლარებით)

 

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის პერიოდი

გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

1

 

შპს „ქართული ხალხური კულტურის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი მთიები“

01.09.2012წ.

258 920.93

60 თვე

(01.09.12 წ.-იდან 01.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(01.09.12წ.-იდან 01.09.14წ.-მდე)

36 თვე

(01.09.14წ.-იდან 01.09.17წ.-ის ჩათვლით)

2

შპს „ტყიბულის ჩაი“

24.09.2012წ.

63 701.22

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

3

ინდივიდუალური მეწარმე

„ალბერტ ხინიკაძე“

24.09.2012წ.

5 890.28

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

4

სამეწარმეო ამხანაგობა

„ბადრი ღლონტი და სხვა“

24.09.2012წ.

4 434.84

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

5

ინდივიდუალური მეწარმე

„ბიჭიკო ბალაძე“

24.09.2012წ.

10 399.85

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

6

ინდივიდუალური მეწარმე

„ნინა ახობაძე“

24.09.2012წ.

4 548.57

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-ის ჩათვლით)

12 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.13წ.-მდე)

12 თვე

(24.09.13წ.-იდან 24.09.14წ.-ის ჩათვლით)

7

სამეწარმეო ამხანაგობა

„გოჩა მჟავანაძე და სხვები“

24.09.2012წ.

2 833.49

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

8

ინდივიდუალური მეწარმე

„ირაკლი დიასამიძე“

24.09.2012წ.

10 476.12

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

9

ინდივიდუალური მეწარმე

„ჯიმშერ ჯინჭარაძე“

24.09.2012წ.

11 899.43

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

10

ინდივიდუალური მეწარმე

„დავით ვერულიძე“

24.09.2012წ.

43 667.60

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

11

ინდივიდუალური მეწარმე

„მალხაზ ზოიძე“

24.09.2012წ.

35 184.30

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

12

ინდივიდუალური მეწარმე

„გივი ცეცხლაძე“

24.09.2012წ.

12 438.13

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-დან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

13

ინდივიდუალური მეწარმე

„ლეილა თხილაიშვილი“

24.09.2012წ.

9 577.78

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

14

ინდივიდუალური მეწარმე

„გოჩა ცენტერაძე“

24.09.2012წ.

17 133.03

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

15

ინდივიდუალური მეწარმე

„ჯონი რომანაძე“

24.09.2012წ.

17 057.12

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

16

ინდივიდუალური მეწარმე

„ლუდმილა მახარაძე“

24.09.2012წ.

19 401.66

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

17

ინდივიდუალური მეწარმე

„ლევან სვანაძე“

 

24.09.2012წ.

18 993.79

60 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)

24 თვე

(24.09.12წ.-იდან 24.09.14წ.-მდე)

36 თვე

(24.09.14წ.-იდან 24.09.17წ.-ის ჩათვლით)