„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016749
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №76

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

 „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 290160000.10.003.016652, 30/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:

„ა.ა1) „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილების (№1 დანართი) „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ „სტაციონარული მომსახურების“ კომპონენტის „მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, 1.6 დანართით განსაზღვრული მიმწოდებლისათვის (შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“), 2012 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდეს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური თანხის გაანგარიშების წესი და შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ყოველთვიური ლიმიტი განისაზღვროს 295,820.78 ლარის ოდენობით;“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების უწყვეტად შესრულების პერიოდში საჭირო საწვავის შესყიდვა განხორციელდეს სააგენტოს მიერ;“.

3. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 13) პროგრამის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (თვის ლიმიტი – 51 511,2 ლარი) და შპს „ხელვაჩაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ (თვის ლიმიტი – 23 380,2 ლარი) განისაზღვრონ მიმწოდებლებად 2012 წლის 24 იანვრის ჩათვლით. 2012 წლის 25 იანვრიდან შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა“ და შპს „ხელვაჩაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ის მიერ „სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას უზრუნველყოფს შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (თვის ლიმიტი – 74 891,4 ლარი). ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაცვლების მიზნით სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“.

4. პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. 2011 წლის „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“, „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ სტრატეგიული ვაქცინებისა და შრატების შესყიდვის კომპონენტის და „ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის უწყვეტად განხორციელების მიზნით, პროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელ სუბიექტებად, სამინისტროს ნაცვლად, განისაზღვრონ ცენტრი და სააგენტო, დანართის შესაბამისად. სამინისტრომ უზრუნველყოს ცენტრისა და სააგენტოსათვის ამ პროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებებისა და შესყიდული საქონლის (მედიკამენტები, სამედიცინო დანიშნულების საქონელი და საკვები დანამატები) ეტაპობრივი გადაცემა, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე (გარდამავალი პერიოდი), თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებლად ცენტრი ან სააგენტო განისაზღვროს იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილ მხარეთა შორის გაფორმებული იქნება შესაბამისი დოკუმენტები (ხელშეკრულება/შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.), ამასთან:

ა) სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში შესყიდვების პროცესში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების გადაცემა ცენტრისა და სააგენტოსათვის;

ბ) სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მის ბალანსზე რიცხული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ცენტრისა და სააგენტოსთვის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისათვის არსებული ნაშთები (შეძენილი, გახარჯული, დარჩენილი საქონელი, გადარიცხული თანხები და ა.შ.), წლების მიხედვით;

გ) ცენტრმა და სააგენტომ უნდა უზრუნველყონ გარდამავალ პერიოდში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების ჩანაცვლება და მიწოდებული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მიღება;

დ) ცენტრმა და სააგენტომ უნდა უზრუნველყონ გარდამავალ პერიოდში დასრულებული ტენდერით და გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების შესრულება;

ე) გარდამავალ პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, მიეცეთ უფლება ცენტრსა და სააგენტოს, იხელმძღვანელონ ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული უფლებით და გააგრძელონ/გააფორმონ ხელშეკრულება პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების/უფლებამოსილებების დაცვით.“.

5. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. ამ მუხლის მე‑12 პუნქტის ფარგლებში, თუ ხელშეკრულების მხარე არის უცხოელი კონტრაჰენტი (მიმწოდებელი), გარდამავალი პერიოდი განისაზღვრება შესაბამის ხელშეკრულებათა ფარგლებში უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების სრულად გადაცემამდე. ამასთან, გარდამავალი პერიოდის მიუხედავად, 2012 წლის 1 მარტიდან სააგენტომ უზრუნველყოს არსებული მარაგების განკარგვისა და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში სამინისტროს მიერ შეძენილ ან/და საჩუქრად მიღებულ მედიკამენტებთან/საქონელთან დაკავშირებული ლოჯისტიკური ხარჯების (განბაჟება, ტრანსპორტირება, დასაწყობება, გაცემა და ა.შ.) ანაზღაურება 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის „35 03 03 06“ პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2011 წლის „სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯების“ კომპონენტის უწყვეტობის ფარგლებში.“.

6. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 29 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                         ნ. გილაური

 

 

 

 

 „დანართი

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

ორგანიზაცი ული კოდი

დაფინანსების წყარო

ღონისძიებები

პროგრამული კოდი

დაფინანსების წყარო

განმახორციელებე   ლი

35 12 02 01

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება

35 03 03 01

ფსიქიკური ჯანმრთელობა

სააგენტო

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება

ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია

35 12 02 02

ინფექციური დაავადებების მართვა

 

35 03 03 02

ინფექციური დაავადებების მართვა

სააგენტო

35 12 02 03

ტუბერკულოზის მართვა

ამბულატორიული მომსახურება

35 03 03 03

ტუბერკულოზის მართვა

სააგენტო

ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტი

ცენტრი

რეფერენს კონტროლის კომპონენტი

სააგენტო

სტაციონარული მომსახურება

სააგენტო

35 12 02 04

აივ-ინფექცია/‑

შიდსი

აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა კონსულტაცია და ტესტირება

35 03 03 04

აივ-ინფექცია/შიდსი

ცენტრი

ამბულატორიული მომსახურება

სააგენტო

სტაციონარული მომსახურება

სააგენტო

35 12 02 05

დედათა

და ბავშვთა ჯანმრთელობა

ანტენატალური მეთვალყურეობა

35 03 03 05

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა

სააგენტო

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

სააგენტო

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

სააგენტო

ორსულებში B ჰეპატიტის (სწრაფი და კონფირმაციული) და აივ-ინფექციის/შიდსის (სწრაფი/მარტივი) განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფა

ცენტრი

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

სააგენტო

35 12 02 06

ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა

ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის მომსახურება

35 03 03 06

დიაბეტის მართვა

სააგენტო

ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის საანალიზო‑ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა

სამინისტრო; ხოლო სამინისტროს და სააგენტოს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან – სააგენტო, მე-12 და 121 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით

35 12 02 07

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

სპეციალიზებული აბულატორიული დახმარება

35 03 03 06

დიაბეტის მართვა

სააგენტო

მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმება

35 03 03 15

რეფერალური მომსახურება

სააგენტო

35 12 02 08

ნარკომანია

სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის განხორციელება

35 03 03 07

ნარკომანია

სააგენტო

ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა

35 12 02 09

ანტირაბიული დახმარება

 

35 03 03 16

ანტირაბიული დახმარება

სააგენტო

35 12 02 10

პროფესიულ დაავადებათა პრევენცია

 

35 03 02 05

პროფესიულ დაავადებათა პრევენცია

ცენტრი

35 12 02 11

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

35 03 02 01

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

ცენტრი

სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კომპონენტი

35 03 02 03

ეპიდზედამხედველო ბის პროგრამა

0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი

35 03 02 01

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის კომპონენტი

35 03 03 05

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა

ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტი

35 03 02 01

 

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდაში ჩამორჩენის პროფილაქტიკის კომპონენტი

35 03 03 12

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

ცენტრი; ხოლო  ცენტრსა და სააგენტოს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან –სააგენტო,

მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით

35 12 02 12

იმუნიზაცია

ვაქცინების შესყიდვა

35 03 02 02

იმუნიზაცია

სამინისტრო;ხოლო 2012 წლის 1 თებერვლიდან –ცენტრი

მათ შორის, ვაქცინების გაცემა-განაწილება „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით

ცენტრი

სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

სამინისტრო; ხოლო  სამინისტროსა და ცენტრს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან – ცენტრი, მე-12 და 121 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით

აცრა-ვიზიტები

სააგენტო

35 12 02 13

უსაფრთხო სისხლი

დონორთა სისხლის სკრინინგული გამოკვლევა

35 03 02 04

უსაფრთხო სისხლი

ცენტრი

ადმინისტრირება, ხარისხის კონტროლი

35 12 02 14

ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა

ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა

35 03 03 08

ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა

სააგენტო

ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა

ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა

35 12 02 15

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

35 03 03 09

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

სააგენტო

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

სააგენტო

ჰემოდიალიზისათვის საჭირო სადიალიზე მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და პერიტონეული დიალიზისთვის საჭირო სადიალიზე მასალის, კათეტერის და მედიკამენტების შესყიდვა

სამინისტრო

თირკმლის ტრანსპლანტაცია

სააგენტო

35 12 02 16

გულის ქირურგია

გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა

35 03 03 10

გულის ქირურგია

სააგენტო

გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა

კორონარული ანგიოპლასტიკა

35 12 02 17

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა (ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში)

35 03 03 11

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

სააგენტო

ონკოინკურაბელურ და აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულ ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა

18 წლამდე ასაკის ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა

35 12 02 18

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 12

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

სააგენტო

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ ი და სტაციონარული მომსახურება

35 12 02 19

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

35 03 03 13

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

სააგენტო

პროგრამის მართვა

რეფერალური დახმარება

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა

35 12 02 20

სოფლის ექიმი

ამბულატორიული მომსახურება სოფლად

35 03 03 14

სოფლის ექიმი

სააგენტო

ამბულატორიული მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში

35 12 02 21

რეფერალური მომსახურება

 

35 03 03 15

რეფერალური მომსახურება

სააგენტო

35 12 02 22

3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება

3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – სტაციონარული დახმარება

35 03 03 17

3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება

სააგენტო

3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – გადაუდებელი დახმარება

35 12 02 23

მოსახლეობის ურგენტული მომსახურება

 

35 03 03 18

მოსახლეობის ურგენტული მომსახურება

სააგენტო

35 12 02 24

ზოგადი ამბულატორიული მომსახურება

 

35 03 03 19

ზოგადი ამბულატორია

სააგენტო

35 12 02 25

ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება

 

35 03 03 20

ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება

სააგენტო

35 12 02 26

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება

 

35 03 03 21

სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება

სააგენტო

35 12 02 27 01

მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 06

დიაბეტის მართვა

შესყიდვა – სამინისტრო; ხოლო სამინისტროსა და სააგენტოს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან, მე-12 და 121 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით – სამინისტრო. ამასთან, მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვას, მატერიალიზებული ვაუჩერის მოსარგებლეების აღრიცხვასა და მათთვის ვაუჩერების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო

35 12 02 27 02

დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 06

დიაბეტის მართვა

35 12 02 27 03

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 12

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

35 12 02 27 04

ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 11

ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა

35 12 02 27 05

ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 09

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია

35 12 02 27 06

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 06

დიაბეტის მართვა

35 12 02 27 07

ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა

35 03 03 07

ნარკომანია

35 12 02 27 08

ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა

35 03 03 12

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

35 12 02 27 09

მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა

35 03 03 12

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა

35 12 02 27 11

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

35 03 03 06

დიაბეტის მართვა

35 12 02 27 10

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

35 03 02 02

იმუნიზაცია

სამინისტრო; ხოლო სამინისტროსა და ცენტრს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან – ცენტრი, მე-12 და 121 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით

35 04 02

ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა

გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენის გაუმჯობესება ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიულ სამსახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობის გზით

35 03 02 03

ეპიდზედამხედველო ბის პროგრამა

ცენტრი

მალარიის და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკის და კონტროლის გაუმჯობესება

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და მუნიციპალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირება (სამედიცინო სტატისტიკა, იმუნიზაცია და ეპიდზედამხედველობა)

35 11

სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა

ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა*

35 03 02 01

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი

სააგენტო

 

* საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა“.“.