საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1799
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად , საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის (შემდგომში - ცივი ჯაჭვი) ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - ცენტრი) მიეცეს უფლება:
ა) განახორციელოს ცივი ჯაჭვის ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის საჭირო აღჭურვილობის (ცივი ოთახები/მონტაჟით, სავაქცინე მაცივრები, ვაქცინების გადასაზიდი ცივი ყუთები, ტემპერატურის ელექტრონული ჩამწერ-აღმრიცხველები, ხმოვანი სიგნალიზაცია ოთახ-მაცივრებისთვის/მონტაჟით) შესყიდვა;
ბ) შესყიდვა განახორციელოს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო ის აღჭურვილობები, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით − ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს შესყიდული აღჭურვილობის გადაცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის/სამსახურებისათვის, საჭიროების შესაბამისად.
2. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი - 35 03 03 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოს 800.0 ათასი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 30.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1799. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017793.
- სად არის „საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, №1799, 30.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017793 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2533266/