სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2535
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2535

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დარჩენილი ეკონომიის ხარჯზე უზრუნველყოს ქ. თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვებით), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000-ს, საახალწლოდ გადაცემის მიზნით საკვები პროდუქტების შესყიდვა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის კანცელარიას მიაწოდოს ინფორმაცია ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ოჯახების თაობაზე (შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით, სიის სახით).

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით განსაზღვრული საქონლისა და მისი თითოეულ ადრესატამდე მიტანის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ) უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად შესყიდული საქონლის განკარგულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის მიხედვით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით განსაზღვრულ სახელმწიფო შესყიდვაზე არ გავრცელდეს ამავე წესის 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური