სოციალური ჭრის მიზნებისათვის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1872
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1872

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

სოციალური ჭრის მიზნებისათვის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის 111 პუნქტისა და „სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1602 განკარგულების შესაბამისად, ამ განკარგულებით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის პირას მდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების 3000 მ3 მერქნული რესურსით (სათბობი შეშით) უზრუნველყოფისათვის შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“‑ს მიერ ზემოაღნიშნული ოდენობის მერქნულ რესურსზე, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით .

2. განკარგულება ძალაშია 2011წლის 27 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ . გილაური