საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1822
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1822

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის (შემდგომში – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული 1000 მ3 მერქნული რესურსის გადაცემა სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით.

2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენობისათვის, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის, დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური