საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №2072
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑12 მუხლის მე‑5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს სამინისტროსათვის ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების და სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული 1 450 მ3 მერქნული რესურსის გადაცემა .
2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენობისათვის, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.10.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 21.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2072. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).00.000000.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.10.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, №2072, 21.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2352388/