საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2440
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ქვემო ქართლის რეგიონში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 270 მ3, ბოლნისის მუნიციპალიტეტი – 80,5 მ3) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ახალციხის მუნიციპალიტეტი – 200 მ3) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული მერქნული რესურსიდან 550,5 მ3-ის ოდენობით სათბობი შეშის გადაცემა.
2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენობისთვის კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის მიხედვით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.12.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 14.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2440. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“, №2440, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2358342/