საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №535
2010 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ საქართველოს რაგბის კავშირს უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, არსებობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს 59 წლისა, გადასცეს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, ი. პეტრიწის ქუჩა №8ბ-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 14 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.06.008.028).
2. უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობით: ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ამ განკარგულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სათამაშო და სავარჯიშო მოედნების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ტრიბუნა, გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო მომსახურების ცენტრი) და პროფილის მუდმივად შენარჩუნება.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემასთან დაკავშირებით უსასყიდლო აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური