საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №536
2010 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, გადასცეს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 58251 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.72.14.006.539).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 30.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №536. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №536, 30.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2254015/