საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1400
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის ვადით, გადასცეს ქ. ახალქალაქში, ს/ქ №3-ში (ყოფილი კეჩ-ის მმართველობის შენობა) მდებარე 2207 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: ობიექტი №1 (ადმინისტრაციული შენობა) განაშენიანების ფართი 239 კვ.მ, ობიექტი №2 (ავტოფარეხი) განაშენიანების ფართი 115.9 კვ.მ, ობიექტი №3 (ფარდული) განაშენიანების ფართი 203.3 კვ.მ, ობიექტი №4 (მაღაზია) 265.4 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №63.18.33.037).
2. უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისათვის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროფილით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 07.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1400. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017515.
- სად არის „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1400, 07.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017515 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2463729/