სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2300
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2300

2014 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა (ა )იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ (ს/კ №202051536) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ავლაბრის ქუჩა №34-ში მდებარე 785 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: შენობა-ნაგებობა №1 , საერთო ფართით - 1101.19 კვ.მ (აქედან, საზაფხულო ფართი -26.43 კვ.მ) , შენობა-ნაგებობა №2 , საერთო ფართით - 16.34 კვ.მ , შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 1117.53 (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ №01.17.01.031.005).

2. ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

3. ამ განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება შესაძლოა , მესაკუთრის მიერ ცალმხრივად შეწყდეს უზუფრუქტუარისათვის წინასწარი 1 (ერთი) თვიანი ვადის დაცვით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                ი . ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 11.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2300. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018201.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2300, 11.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018201 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2647848/