არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1400
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1400

 2013 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით   გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა   საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ  სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა) იპ ‑ საქველმოქ­მე­დო ფონდ საქართველოს კარიტა სს (ს/კ 211334091)  გადასცეს:

ა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულე­ბის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, ქალაქ რუსთავში, ფალია­შვილის ქუჩაზე, №18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენო­ბა‑ნაგებობები: №1 ‑ განაშენიანების ფართით ‑ 572,58 კვ.მ; №2 ‑ განაშენია­ნების ფართით ‑ 175,2 კვ.მ და მათზე დამაგრებული 7331 კვ.მ არასასოფ­ლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№02.04.02.494);

ბ)  თხოვების ფორმით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, ამ განკარგულების  დანართში მითითებული მოძ­რავი ქონება.  

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის პი­რო­ბებად გა­ნისაზღვროს:

ა) უზუფრუქტის საგნის რეაბილიტაციის განხორციელება შესაბა­მისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  5 (ხუთი) წლის განმავლობაში და ამ მიზნით  არანაკლებ 45000 ლარის დახარჯვა;

ბ) უზუფრუქტის საგნის 18 წლამდე ასაკის მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ქუჩაში მომუშავე ან/და მცხოვრები ბავშვთა კრიზისუ­ლი ინტერვენციის თავშესაფრისა და ტრანზიტული ცენტრის ფუნქციო­ნი­რე­ბის მიზნით გამოყენება.  

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალი­ს­წი­ნებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემის პირობად განისაზ­ღვ­როს თხო­ვების საგნის18 წლამდე ასაკის მოწყვლადი ჯგუფების, განსა­კუთ­­რებით ქუჩაში მომუშავე ან/და მცხოვრები ბავშვთა კრიზისული  ინ­ტერ­­ვე­ნციის თავშესაფრისა და ტრანზიტული ცენტრის ფუნქციონირების მიზ­ნით გამოყენება. 

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბა­მი­სი ღონისძიებები.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                 ბ .ივანიშვილი