ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1845
2015 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდს (ს/კ №445393404) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №121-ში 3891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა №01/4-ის მე-2 სართულზე არსებული 494,88 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.26.02.106).
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს შემდეგი:
ა) ამავე უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით სასწავლო აუდიტორიების, სამუშაო კაბინეტებისა და ლაბორატორი(ებ)ის მოწყობის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, არანაკლებ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, ამ განკარგულების საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდება არაუმეტეს ორი კვირის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 04.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1845. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019921.
- სად არის „ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ − აჭარის განათლების ფონდისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1845, 04.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019921 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2986067/