ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1792
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1792

2016 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ − სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ − სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას (ს/ნ: 429322985) უსასყიდლო  უზუფრუქტის  უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) წლის ვადით, გადასცეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში მდებარე 228 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 − საერთო ფართით − 107.26 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №71.62.58.293).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს ამავე ქონების პროფესიული საგანმანათლებლო პროფილით გამოყენება 2017 წლის პირველი იანვრიდან, უზუფრუქტის მოქმედების ვადით.    

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.  

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი