ა(ა)იპ − საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1764
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1764

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ა(ა)იპ − საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისათვის  უძრავი ქონების  უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპსაქართველოსძიუდოს ეროვნულ ფედერაციას (ს/კ 204889282) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) წლის ვადით გადასცეს ქალაქ თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №38-ში მდებარე 14 536 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 − საერთო ფართობით 1985,71 კვ.მ; №2 − საერთო ფართობით 2401,59 კვ.მ (მ/შ, სარდაფი ფართით − 1420,53 კვ.მ); №3 − საერთო ფართობით 1748,65 კვ.მ (მ/შ, სარდაფი ფართით − 530,18 კვ.მ); №4 − საერთო ფართობით 350,09 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.03.023.075).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის  უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს:

ა) სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გადაცემული ქონების სპორტის სახეობის − ძიუდოს პროფილით გამოყენება და  განვითარება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, გადაცემულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ყოველწლიურად არანაკლებ ხუთი ღონისძიების უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობის მიცემა;  

გ) გადაცემულ ქონებაზე ა(ა)იპ − ძიუდოს თბილისის ფედერაციის (ს/კ: 202465135) განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

3. ა(ა)იპსაქართველოსძიუდოს ეროვნულ ფედერაციას უფლება არ აქვს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება ან/და მისი ნაწილი გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით მესამე პირ(ებ)ს.

4. ა(ა)იპ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისათვის, გადაცემულ ქონებაზე ნებისმიერ დროს შესვლისა და დათვალიერების შესაძლებლობის მინიჭება.

5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ი. ღარიბაშვილი