ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №68
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ – ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს (ს/კ: 205015142), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, ქერჩის ქუჩა №4-ში მდებარე 1347.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 – საერთო ფართით – 624.07 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.05.029.222).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეკონსტრუქციო ან/და სარემონტო სამუშაოების განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში, ერთდროულად, არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის მომსახურებაზე გათვლილი კრიზისული ცენტრის ფუნქციონირების დაწყება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 18.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020723.
- სად არის „ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №68, 18.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020723 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3178683/