ა(ა)იპ - საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №5

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას (ს/კ: №204892152) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №49ა-ში მდებარე №1-2-6 შენობა-ნაგებობის -6.3 ნიშნულზე არსებული 32.40 კვ.მ ფართი (ავტოფარეხი), 165.67 კვ.მ ფართი (ავტოფარეხი) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.07.008.014).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) 2017 წლის 31 დეკემბრამდე ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სამშენებლო/სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ამავე ქონებაში სპორტული ტირის მოწყობა და 10 (ათი) ცალი სასროლი დანადგარის დამონტაჟება;

ბ) უზუფრუქტის საგნის გამოყენება სპორტული დანიშნულებით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან უზუფრუქტის უფლების არსებობის პერიოდის განმავლობაში; 

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის დახარჯვა.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები

 

პრემიერ-მინისტრი                                                                         გიორგი კვირიკაშვილი