ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2016
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024707
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2016

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – ძალადობის ა გან დაცვის ეროვნული ქსელის ათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ – ძალადობის ა გან დაცვის ეროვნულ ქსელს (ს/კ: 205015142) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, ქერჩის ქუჩა №4-ში (ნაკვეთი 29/076) მდებარე 3526.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით – 8.19 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.05.029.271).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეკონსტრუქციო /სარემონტო სამუშაოების განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის დახარჯვა.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი