საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საკალათბურთო კლუბ აკადემიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№700
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023487
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №700

2017 წლის6 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საკალათბურთო კლუბ აკადემიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „საკალათბურთო კლუბ აკადემიას“ (ს/კ: 205293877) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, ყოველწლიური საიჯარო ქირით − 10170 (ათი ათას ას სამოცდაათი) ლარად, იჯარის უფლებით გადასცეს ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე №49ა-ში მდებარე 9134 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობა №1-2-6-ში -3 ნიშნულზე არსებული 2573.23 კვ. მ ფართი ამ განკარგულების დანართ №1-ის შესაბამისად, -6.3 ნიშნულზე არსებული 142.36 კვ. მ ფართი ამ განკარგულების დანართ №2-ის შესაბამისად და შენობა-ნაგებობა №5-ში არსებული 20.41 კვ. მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.07.008.014).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს პირადად ან მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის − 10170 (ათი ათას ას სამოცდაათი) ლარის გადახდა;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების განხორციელება და ამავე ქონებაში არსებული საკალათბურთო სკოლის ფუნქციონირებისათვის ინფრასტრუქტურის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) ადამიანზე გათვლილ გასახდელ(ებ)სა და საშხაპე(ებ)ს, მოედნის საფარის განახლებას, მოედნის სანათ(ებ)ისა და კალათბურთის ფარების მონტაჟს, სავარჯიშო დარბაზ(ებ)ის მოწყობასა და სპორტული ინვენტარით აღჭურვას) მოწყობა;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკალათბურთო სკოლაში არანაკლებ 40 აღსაზრდელის უსასყიდლოდ ვარჯიშის უზრუნველყოფა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პარალელურად, შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;

ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკალათბურთო სკოლაში, შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, დამატებით არანაკლებ 4 (ოთხი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 3 (სამი) წლით.

3. შპს „საკალათბურთო კლუბმა აკადემიამ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 1%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) შესრულებას და რომლის მოქმედების ვადა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. ამ განკარგულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც განხორციელდება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე ამ განკარგულების გამოცემისას არსებული, შპს „საკალათბურთო კლუბ აკადემიის“ (ს/კ: 205293877) იჯარის უფლების შეწყვეტა.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

 

 

პრემიერ - მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი