სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1906
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 

განკარგულება №1906

 

2016 წლის 16 სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (ს/ნ: 211372593).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, პროფესიული განვითარების ცენტრის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 16 (თექვსმეტი) ერთეულ მოსასვენებელ ოთახს, ერთ საკონფერენციო დარბაზს, სასადილოს, არანაკლებ 6 (ექვსი) ერთეულ სველ წერტილს, ღია ან დახურული ტიპის 7000 (შვიდი ათასი) კვ.მ ფართის მქონე სპორტულ მოედანს) შექმნის მიზნით გადაცემული უძრავი ქონების რეკონსტრუქცია/რემონტი/აღჭურვა, ასევე ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) გადაცემული უძრავი ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას) და პროფესიული განვითარების ცენტრის ფუნქციონირების დაწყება;

გ)ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით,არანაკლებ57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარის დანახარჯების განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 3 (სამი) თვის ვადაში ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროფესიული განვითარების ცენტრში არანაკლებ 5 (ხუთი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული განვითარების ცენტრის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 49 (ორმოცდაცხრა) წლის განმავლობაში.

3. ა(ა)იპ – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ ი პროფკავშირ ი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობ ებ ის შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანახარჯის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი                                                                                             გიორგი კვირიკაშვილი