არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2228
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2228

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „კახეთი-იონს“ (ს/კ №227766842) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი უზუფრუქტუარის არსებობის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თელავში, ალადაშვილის ქუჩა №2-ში მდებარე 3875 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართით – 591 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.20.42.456).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

 ა) ჰემოდიალიზის ცენტრის (რომელიც გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 12 (თორმეტი) სავარძელზე), ონკოლოგია/ჰემატოლოგიის განყოფილებისა და სისხლის ასაღები პუნქტის/ლაბორატორიის მოწყობისა და ფუნქციონირების დაწყების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების რეაბილიტაცია, შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში;

 ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით  500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება, შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

 გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების დაწყებისთვის არანაკლებ 10 (ათი) თანამშრომლის დასაქმება, ხოლო სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების დაწყებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, არანაკლებ 15 (თხუთმეტი) თანამშრომლის დასაქმება;

 დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ უზუფრუქტის ვადით პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ჰემოდიალიზის ცენტრის, ონკოლოგია/ჰემატოლოგიის განყოფილებისა და სისხლის ასაღები პუნქტის/ლაბორატორიის  ფუნქციონირების  მიზნით გამოყენება;

 ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული  ჰემოდიალიზის ცენტრის სავარძელების რაოდენობის არანაკლებ 22-მდე (ოცდაორამდე)  გაზრდა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელში.

 

 

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2228. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018160.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2228, 10.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018160 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2627176/