არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2512
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2512

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „რაგბის კლუბ „თბილისს“ (ს/კ №202453834) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 21840 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.06.007.071).

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი)წლის ვადაში:

 ა) სტანდარტული რაგბის მოედნის (ზომით 110მ X 70მ) და ტრიბუნის (არანაკლებ 500 მაყურებელზე), ასევე, არასტანდარტული ზომის რაგბის მოედნის (ზომა 60მX40მ) და კალათბურთის მოედნის (ზომით 22მX16მ) მოწყობა;

 ბ) ღია საცურაო აუზის (ზომით 30მX 20მ) მოწყობა;

 გ) შენობა-ნაგებობის აშენება (სადაც განთავსებული იქნება ადმინისტრაციის, თეორიული მეცადინეობის და სამედიცინო მომსახურების ოთახები);

 დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ტერიტორიის კეთილმოწყობა;

 ე) ამ პუნქტის „ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის სამუშაოების განხორციელება.

 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2512. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018328.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2512, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018328 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2676660/