არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1990
2013 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ –სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს (ს/კ 237078256) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, გადასცეს ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. N3-ში მდებარე 218 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა № 1 (განაშენიანების ფართი 218 კვ.მ., საერთო ფართი 312.42 კვ.მ., სართულიანობა 2) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 26.26.47.200).
2.ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა) გადაცემული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამოყენებულ იქნეს მოზარდებისათვის (მათ შორის სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) სწავლების ორგანიზების მიზნით;
ბ) გადაცემული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამოყენებულ იქნეს გურიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საჯარო სკოლებისათვის და ამავე სკოლების ბენეფიციარებისათვის კონფერენციების და ტრენინგების ჩატარების მიზნით.
3.ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი