სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№550
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №550

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №206103 722) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს ქალაქ თბილისში, სანაპიროს ქუჩის №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 28 145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.03.003.010) განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით დემონტაჟის, შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მიღებული ფართობიდან 625,32 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლიდან 20 წლის ვადით.

2. უზუფრუქტის პირობად განისაზღვროს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადარიცხვა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნ. გილაური