სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსმთავრობის
განკარგულება№694
2014 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ (საიდენტიფიკაციო კოდი : 215080999) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : №04.01.07.693) .
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს გადაცემულ ქონებაზე 2014 წლის 1 ივნისამდე ლითონის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის საყრდენის მოწყობა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით ,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი