სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№276
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016667
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №276

2014 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N75-ში მდებარე 3628 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.18.06.018.057) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N205195457).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა, მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტის ჩატარება;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 25 წლის განმავლობაში უზრუნველყოს უძრავი ქონების ზოგადსაგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროფილით, ასევე, აღნიშნული საქმიანობისათვის აუცილებელი მიზნებისათვის გამოყენება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                          ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.02.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 13.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №276. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016667.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №276, 13.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2260388/