სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №130
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე 14068 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.03.49.135) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე 13351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.03.49.136) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 110 000 (ას ათი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯი თი ემ გრუპს“ (ს/კ404882383).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ;
ბ) ამ განკარგულებით გადაცემულ ქონებაზე ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობა, მისი დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადაში ;
გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. შპს „ჯი თი ემ გრუპი“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს სამი თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ– სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 27.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №130. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016543.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი თი ემ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №130, 27.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016543 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2230732/