სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2031
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2031

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებულიუძრავინივთების შპს ,,მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირიმიყიდვისფორმითპრივატიზებისშესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე 221267 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №57.07.67.023) და ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 117047 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №57.07.67.022) მიწის ნაკვეთი, პირდაპირიმიყიდვისფორმით, 182690 (ას ოთხმოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „მეღვინეობა ხარებას“(ს/კ №404427928).

2. საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს:

ა)საპრივატიზებოთანხისგადახდაშესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების საერთო ფართობის არანაკლებ 70%-ზე საფერავის ჯიშის ვაზის გაშენება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით,არანაკლებ 1 018 700 (ერთი მილიონ თვრამეტი ათას შვიდასი) ლარის ინვესტიციისგანხორციელება.

3. შპს „მეღვინეობა ხარება“ ვალდებულია ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 1%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 3 (სამი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.11.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 07.11.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2031. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018000.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეღვინეობა ხარებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2031, 07.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2576911/