სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1745
2015 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა №89-ში მდებარე 2139 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.05.027.010) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1000 (ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირს (ს/კ 204874911).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 2017 წლამდე 1200 მაყურებელზე გათვლილი დამატებითი ტრიბუნის (სველი წერტილებით) აშენება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 17.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1745. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019757.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1745, 17.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019757 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2959073/