სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№435
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016800
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №4 35

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის ათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (ნაკვეთი№07/056) მდებარე შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული 8298 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.06.007.067) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1(ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ ,,თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირ ს“(საიდენტიფიკაციო კოდი № 404378874).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს :

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან30კალენდარულ დღეში ;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე 201 7 წლის 1 სექტემბრამდე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა , მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტის ჩატარება;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 25 წლის განმავლობაში , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ზოგადსაგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროფილით, ასევე , აღნიშნული საქმიანობისათვის აუცილებელი მიზნებისათვის გამოყენება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                        ი . ღარიბაშვილი