სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№661
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016954
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №661

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს ,,ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიზაბავრას ტერიტორიაზე არსებული 4 (ოთხი) ერთეული (ჯამში - 30.4063 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათ შორის: 83210 კვ.მ ,,გომები“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №60.11.31.065); 29359 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №60.11.31.071); 135341 კვ.მ ,,გომები“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№60.11.31.073); 56153 კვ.მ ,,გომები“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №60.11.31.075) მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 10 000 (ათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ტერასას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №424068181).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადაში:

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე არსებული ტერასების აღდგენა;

ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა;

ბ.გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე ვენახის (მათ შორის, მესხური ჯიში) გაშენება;

ბ.დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 2 (ორი) ერთეული მესხური სტილის მარნის მშენებლობა;

გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ერთჯერადად, არანაკლებ 150 ადგილობრივი მკვიდრის დასაქმება.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ტერასამ“ უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომლის მოქმედების ვადაც 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                        ი . ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.04.2014.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 10.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №661. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016954.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.04.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „ტერასასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №661, 10.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016954 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2324353/