სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1179
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019279
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1179

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქუჩა ბაღდადი, ნაკვეთი 23/043/ქალაქი თბილისი, ქუჩა ბაღდადის, ნაკვეთი 23/040-ში მდებარე 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა№ 1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.12.023.044), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 900 000 (ორი მილიონ ცხრაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლუქსორს“ (ს/კ №406132929).

2. საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 2 (ორი) თვის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა ) თვის ვადაში, ამ განკარგულები ს პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი) დანიშნულების შენობა/ნაგებობ(ებ)ის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო, აგრეთვე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება;

გ) ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება .

3. შპს „ლუქსორი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტი თ გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობ ებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვ ე სტიციის თანხის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ა , რომლის მოქმედების ვადაც,ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი ) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი                                ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 04.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1179. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019279.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლუქსორისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1179, 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019279 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2872074/