სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1048
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019219
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1048

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, სამრეწველო ზონაში, ყოფილი „ტარზის“ ტერიტორიაზე მდებარე 185 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დანგრეული შენობა-ნაგებობები: №1-№9 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.33.499) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი − №405101367).

2. საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ა)საპრივატიზებო თანხის, 1 (ერთი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 8 (რვა) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მონაცემთა დამუშავების ცენტრის შექმნა (მათ შორის, მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება) და ფუნქციონირების დაწყება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 11 110 000 (თერთმეტი მილიონ ას ათი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 8 (რვა) თვის ვადაში;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით  განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე  არანაკლებ 10 (ათი) ადამიანის და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში დამატებით არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტი ს„ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობ ებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, აღნიშნული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვ ე სტიციის თანხის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ა , რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი ) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 25.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1048. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019219.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №1048, 25.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019219 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2858658/