სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№299
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018682
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №299

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების„სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-3პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა №81-ში მდებარე 3307.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: ობიექტი №1 -არასაცხოვრებელი, განაშენიანება-1018.91კვ.მ, ობიექტი №2-არასაცხოვრებელი, განაშენიანება-131.52 კვ.მ, ობიექტი №3- არასაცხოვრებელი, განაშენიანება-28.25 კვ.მ, ობიექტი №4 - არასაცხოვრებელი, განაშენიანება-230.55 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.517) და ამავე მისამართზე არსებული 36 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა - ობიექტი №1-ავტოფარეხი, განაშენიანება-35.83 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.518) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს„სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობას საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) (ს/კ 205189464).

2. საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:

ა)საპრივატიზებო თანხის, 1 (ერთი) ლარის, გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავ ქონებაზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში არანაკლებ 40 (ორმოცი)-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და აღჭურვა;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულები დან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სასტუმროში 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით.

3. „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობა საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტი ს„ა“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობ ებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვ ე სტიციის თანხის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ა , რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი ) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი                                           ი . ღარიბაშვილი