შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №318
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ (ს/კ: №245383678) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადასცეს ქ. ბათუმში, საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე 1182 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.29.01.025) 2055 წლის 22 ივლისამდე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება 2016 წლის ბოლომდე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.02.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 25.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №318. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021010.
- სად არის „შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №318, 25.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021010 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3220995/