შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №661
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „პერსპექტივას“ უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ, არსებობის ვადით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მოწყობის მიზნით, გადასცეს ქ. თბილისში, გლდანში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი №72.13.33.513), საერთო ფართობით: 2975,66 კვ.მ – შენობა-ნაგებობები და 3252,32 კვ.მ – მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (B ბლოკი – 2218,54 კვ.მ, მიწის ფართობი – 2411,63 კვ.მ და C ბლოკი – 757,12 კვ.მ, მიწის ფართობი – 840,69 კვ.მ).
2. უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემის პირობად განისაზღვროს გადაცემული ფართობის კაპიტალური რემონტი, კეთილმოწყობა, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა.
3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „პერსპექტივასთან“ უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 12.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №661. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №661, 12.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2295732/