„შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №559
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე:
ა) ქ. თბილისში, რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალზე მდებარე უძრავი ქონებიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.01.005.107) შენობის 0 სართულზე მდებარე 249 კვ.მ შიდა ფართობი, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი და 2776 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
ბ) ხაზოვან ობიექტში (კონკორსი) (საკადასტრო კოდი №01.01.043) არსებული ფართობიდან III სართულზე მდებარე შიდა ფართობი – 1529,19 კვ.მ, IV სართულზე – 876 კვ.მ, V სართულზე – 775 კვ.მ (სულ – 3180,19 კვ.მ).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულ იქნეს შემდეგი პირობით:
ა) შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემული ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან გასვლის შემდგომ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში/ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს პირობა, რომ ახალი მესაკუთრე არ იქნება უფლებამოსილი შეცვალოს ან მოითხოვოს უზუფრუქტის უსასყიდლო ხასიათის ან მისი მოქმედების ვადის შეცვლა;
ბ) შპს „საქართველოს რკინიგზა“ უფლებამოსილია უზუფრუქტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად ისარგებლოს დაშვების უფლებით ბაქნებზე, რაც, მათ შორის, გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება სატრანსპორტო საშუალებებით ბაქნებზე დაშვების უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აღებულ უძრავ ქონებასთან უსასყიდლო, შეუფერხებელი და უსაფრთხო დაშვების უფლებით და აღნიშნული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებით (სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, პარკირებისა და ნებისმიერი სხვა მიზნით);
გ) შპს „საქართველოს რკინიგზა“, თავის მხრივ, აიღებს ვალდებულებას, არ შეუზღუდოს მესამე პირებს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით აღებული საზოგადოებრივი დანიშნულების ფართობებით სარგებლობის უფლება;
დ) ქონების მესაკუთრე ხელს არ შეუშლის შპს „საქართველოს რკინიგზის“ სტრუქტურული ერთეულის, სამგზავრო სადგურის ნორმალურ ფუნქციონირებას და კაპიტალიდან ამოღებული უძრავი ქონებით იმდაგვარ სარგებლობას, რომ საფრთხე არ შეექმნას სარკინიგზო მოძრაობასა და ადამიანთა უსაფრთხო, შეუფერხებელ და უსასყიდლო გადაადგილებას შენობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (მათ შორის და არა მხოლოდ: რკინიგზასთან შეთანხმების გარეშე არ დაუშვან სამგზავრო ბაქანზე ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს ბაქნის ნორმალურ ფუნქციონირებას);
ე) უსასყიდლო უზუფრუქტის ვადა განისაზღვროს შპს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში რიცხული დიდუბისა და ნავთლუღის სადგურების რეაბილიტაციის დასრულებისა და კომპანიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებამდე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური