ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№362
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №362

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 49 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ვარკეთილის მეურნეობაში მდებარე შენობა-ნაგებობები: №1 (განაშენიანების ფართობი – 154 კვ.მ), №2 (განაშენიანების ფართობი – 250 კვ.მ), №3 (განაშენიანების ფართობი – 138 კვ.მ), №4 (განაშენიანების ფართობი – 50 კვ.მ), №5 (განაშენიანების ფართობი – 152 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 41409 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №81.08.27.856).

2. ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს:

ა) 2 კომბინირებული სპორტული სტენდის მოწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება მაღალი რანგის შეჯიბრებების ჩატარება;

ბ) სპორტსმენებისათვის გასახდელის აშენება;

გ) იარაღის შესანახი საწყობების აღდგენა;

დ) ელექტრომომარაგების, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მოწყობა;

ე) ტერიტორიის მოწყობა, რომელიც აქტუალური იქნება დასვენების ცენტრად სროლის მოყვარული ნებისმიერი მსურველისათვის.

3. ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით განახორციელოს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში ასახული ვადის გასვლის შემდგომ ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე განახორციელოს:

ა) 1 კომბინირებული სპორტული სტენდის მოწყობა;

ბ) 10‑, 25‑ და 50‑მეტრიანი სპორტული ტირების მოწყობა, რომლებშიც სხვა ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად მოემზადებიან სახელოვანი ქართველი მსროლელები, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები;

გ) სპორტსმენთა დასვენებისა და მომზადებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა (სპორტსმენთა საერთო საცხოვრებელი, სასადილო, მოსასვენებელი ოთახები და სხვ.).

5. ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური