ა(ა)იპ – საზოგადოება „ბილიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2267
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2267

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – საზოგადოება „ბილიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – საზოგადოება „ბილიკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №217889300) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული:

ა) ქალაქ ხაშურში, შოლას ქ. №1-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართობი – 349,1 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 346 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №69.08.63.133);

ბ) ქალაქ ხაშურში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართობი – 202,9 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №69.08.51.064);

გ) ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქ. №20-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართობი – 286,2 კვ.მ), შენობა №2 (საერთო ფართობი – 13,7 კვ.მ), №3 შენობა (საერთო ფართობი – 16,6 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №69.08.60.078);

დ) ხაშურში, სოფელ ხცისში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართობი – 220,3 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 808 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №69.09.56.013);

ე) კასპში, სოფელ მეტეხში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი – 309,12 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 1784 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №67.12.37.041);

ვ) ქალაქ გორში, თავზიშვილის ქ. №20-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საერთო ფართობი – 186,3 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 357 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №66.45.14.020).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ – საზოგადოება „ბილიკმა“ უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის შეტანა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (სადეპოზიტო ანგარიშზე ძირითადი თანხის განკარგვის უფლება არ აქვს ბანკისათვის ქონების მესაკუთრის მიერ წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე);

ბ) ა(ა)იპ – საზოგადოება „ბილიკმა“ მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისათვის გამოიყენოს მფლობელობაში არსებული 2 (ორი) ავტოტრანსპორტი (მსუბუქი და მიკროავტობუსი);

გ) ა(ა)იპ – საზოგადოება „ბილიკის“ ბაზაზე არსებულ პროფესიული უნარების შემსწავლელ სტუდიაში (მინანქრის დამუშავება, ხელგარჯილობა, კომპიუტერული პროგრამების შესწავლა) ჩართოს მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები და უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – საზოგადოება „ბილიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ნიკა გილაური