ა(ა)იპ – საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2516
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2516

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთისათვის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემ ის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №249262097) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული:

ა) თელავში, სოფელ კურდღელაურში მდებარე №1, №2 შენობა-ნაგებობ ები (განაშენიანების ფართ ობ ი №1-132,7 კვ.მ, №2-5,4 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 1504 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი – №53.07.45.040);

ბ) თელავში, სოფელ ვარდისუბანში მდებარე №1, №2 შენობა-ნაგებობ ები (განაშენიანების ფართ ობ ი №1-125,11 კვ.მ, №2-25,76 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 379 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი – №53.08.43.014);

გ) ლაგოდეხში, სოფელ ბაისუბანში მდებარე №1 შენობა-ნაგებობა (განაშენიანების ფართ ობ ი №1-119,5 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 3460 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი – №54.09.53.007).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით უძრავი ქონების გადაცემა განხორციელდეს იმ პირობით, რომ ა(ა)იპ – საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის შეტანა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (სადეპოზიტო ანგარიშზე ძირითადი თანხის განკარგვის უფლება არა აქვს ა(ა)იპ – საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთ ს“ ბანკ ი ს ათვის ქონების მესაკუთრ ის მიერ წერილობითი ნებ ა რთვ ის გაცემის გარეშე).

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელო ს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთისათვის“სახელმწიფო საკუთრებაში არ სე ბულ ი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრუ ლების გა ფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური