ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№167
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №16 7

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკო­ნო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – სარეაბი­ ლი­ ტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აის ს“ (საიდენტიფიკაციო კო­დი: №204430106) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვა­დით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში,ჩიქ­ვა­ნაიას ქ. №21-ში მდებარე 9 202 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიწის ნაკ­ვე­თი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საე­რ­თო ფართობით – 700.21 კვ.მ (მათ შორის, სარდაფი – 122.71 კვ.მ, I სარ­თუ­ლი – 206.37 კვ.მ, II სართული – 217.88 კვ.მ, სხვენი – 153.25 კვ.მ), №2, სა­ერთო ფართობით – 243.23 კვ.მ, №3, საერთო ფართობით – 10.32 კვ.მ, №4, საერთო ფართობით – 122.02 კვ.მ, №5, საერთო ფართობით – 161.74 კვ.მ, №6, საერთო ფარ­თო­ბ­ით – 56.26 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) სა­კა­დას­ტრო კოდი: №01.11.04.005.041).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემ­დეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აის­­ის“ მიერ 2012 წელს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გა­და­ცე­მულ უძრავ ქონებ აზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავ­შვე­ბის­თვის დღის ცენტრის ახალი მომსახურების შექმნისა და რეაბი­ლი­ტა­ციის უზ­რუნველყოფა;

  ბ) ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აის ის“ მიერ დღის ცენტრის შენობის რეაბილიტაციისათვის 380 000 (სა­მ ა ს ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­ მი­ ნის­ ტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – სარეაბი­ ლი­ ტა­ ციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აის ისათვის“სახელმწიფო  სა­ კუთრებაში არსებულ ი უძრავი ქონებ ის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელ­­ შეკრულების  გაფორმების  მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                              ნ. გილაური