ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2239
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2239

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ „ა(ა)იპ „დი­ვა­ინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №404406308) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

     ა) მცხეთაში, სოფელ გალავანში მდებარე შენობა №1, №2 და მათ­ზე დამაგრებული 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი – №72.04.23.236);

      ბ) მცხეთაში, სოფელ წილკანში მდებარე შენობა №1 (საერთო ფართობი – 312,09 კვ.მ), შენობა №2 და მასზე დამაგრებული 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი – №72.02.25.106).

     2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელ­დეს შემდეგი პირობებით:

     ა) ა(ა)იპ ,,დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ განახორ­ცი­ელებს მცირე საოჯახო ტიპის სახლების ადმინისტრირებას (მარ­თვა), მათი ფუნქციონირების მიზნით სახელშეკრულებო ვადის გან­მავ­ლო­ბაში;

     ბ) ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ უზრუნველ­ყოფს სტანდარტულ დაზღვევას ყოველწლიურად, სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში (ხანძარი, სხვადასხვა საშიშროება) უძრავ ქონე­ბასა (შენობებზე) და მოძრავ ქონებაზე (მოწყობილობა, ავეჯი და სხვ.) წელიწადში არა უმეტეს 1 380 (ერთი ათას სამას ოთხმოცი) ლარით;

     გ) ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ უზრუნველ­ყოფს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას არა უმეტეს 2 700 (ორი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით წელიწადში;

     დ) ა(ა)იპ ,,დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ ქონების გა­და­ცემიდან არა უგვიანეს 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ უზ­რუ­ნ­­ველყოფს შენობისა და ინფრასტრუქტურის მიმდინარე რემონტს, აგრეთვე, იზრუნებს ქონების ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის, გადაიხდის შენობის ოპერირების ხარჯებს, დროულად აწარმოებს სა­ჭირო სარე­მონტო სამუშაოებს;

     ე) ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ უზრუნველ­ყოფს:

     ე.ა) ბავშვებს საკვებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, წიგნებით, სკო­­ლი­სათვის საჭირო მასალებით, ხელოვნებისათვის საჭირო მასალე­ბით, სათამაშოებით, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუ­ალე­ბებით, სამედიცინო და სტომატოლოგიური ზრუნვით, სპეცია­ლური განათ­ლების მიცემით და სხვ.;

     ე.ბ) სახელმწიფოს მიერ თითოეულ ბავშვზე დღიურად გამოყო­ფილ თანხაზე  3–5 ლარის დამატებას, ბავშვთა საჭიროების შესაბა­მისად სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში;

     ვ) ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ მცირე საო­ჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისათვის გამოიყენებს სარეზერ­ვო 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობის თანხას, საქმიანობის საწყისი ხარჯე­ბისათვის;

     ზ) მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირებისათვის გა­მო­იყენებს ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ მიერ მო­პოვებულ დამატებით მატერიალურ რესურსებს.

     3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ ,,დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის გადაცემის ხელშეკ­რუ­ლების გაფორმების მიზნით.

    

     პრემიერ-მინისტრი                                                                       ნიკა გილაური