ა(ა)იპ „მომავლის სხივისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2259
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2259

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ „მომავლის სხივისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ „მომავლის სხივს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №437058997) უსას­ყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, გადასცეს სახელმ­წიფო სა­კუთ­რებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:

ა) ლანჩხუთში, სოფელ ლესაში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (სა­ერთო ფართობი 135,3 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 1731 კვ.მ სა­სო­ფ­ლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მი­წის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №27.10.45.017);

ბ) ქალაქ ოზურგეთში, დავით აღმაშენებლის ქ. №148-ში მდებარე სხვა ფართობი: საერთო ფართობი 260,8 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 90,4 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 143,8 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფარ­თო­ბი 170,4 კვ.მ (სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 6, დამხმარე ფართობი 11,8 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 77,8 კვ.მ, დერეფანი 23,4 კვ.მ, აივანი 5,2 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 687 კვ.მ სასოფლო-სამე­ურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვე­თი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №26.26.58.030).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელ­დეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ „მომავლის სხივმა“ უზრუნველყოს ბავშვებისათვის 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება (ურეკი, ბახმარო) ყოველწლიურად, სახელშეკრულებო ვადის განმავ­ლობაში;  

ბ) ა(ა)იპ „მომავლის სხივმა“ უზრუნველყოს ორივე მცირე საო­ჯახო ტიპის სახლისათვის წლის განმავლობაში 950 (ცხრაას ორმოც­დაათი) ლარის ღირებულების ჩაის პროდუქციით მომარაგება, სახელ­შეკრულებო ვადის განმავლობაში;

გ) ა(ა)იპ „მომავლის სხივმა“ უზრუნველყოს მცირე საოჯახო ტი­პის ბენეფიციართა სამრევლო სკოლაში სწავლის საფასურიდან განთა­ვისუფლება, რომელიც თითოეულ ბავშვზე შეადგენს 100 (ასი) ლარს, სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში;

დ) ა(ა)იპ „მომავლის სხივმა“ 2012 წლისათვის უზრუნველყოს დამატებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის თანხის მოხმარება ორივე მცირე საოჯახო ტიპის სახლის ფუნქციონირებისათვის;

ე) ა(ა)იპ „მომავლის სხივმა“ უზრუნველყოს წლის განმავლობაში ორივე მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომარაგება 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარის ღირებულების საკვები პროდუქტებით: თაფლი – 2 000 (ორი ათასი) ლარის, რძის პროდუქტები – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის, ხილი – 2 000 (ორი ათასი) ლარის და ხორცის პროდუქტები – 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების, სახელშეკრულებო ვადის განმავ­ლობაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ „მომავ­ლის სხივისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქო­ნე­ბის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრუ­ლების გაფორმების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ნიკა გილაური