ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2262
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2262

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №211334091) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული:

ა) ქალაქ თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართობი – 335,99 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №72.13.19.202);

ბ) ქალაქ თბილისში, ე. ბეჟანიშვილის შესახვევ №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართობი – 265,3 კვ.მ, მათ შორის – სარდაფი – 72 კვ.მ, I სართული – 106,4 კვ.მ, II სართული – 86,9 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 207 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №01.12.11.029.004).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდმა საქართველოს კარიტასმა“ უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე 10 000 (ათი ათასი) ლარის შეტანა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (სადეპოზიტო ანგარიშზე ძირითადი თანხის განკარგვის უფლება არ აქვს ბანკისათვის ქონების მესაკუთრის წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე);

ბ) ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი“ მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებისათვის გამოიყენებს კუთვნილ ავტომობილებს (2 ავტომობილი);

გ) ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის“ მიერ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარიდან შემოსული 43 200 (ორმოცდასამი ათას ორასი) ლარის ოდენობის თანხა მოხმარდება მცირე საოჯახო ტიპის სახლებს ყოველწლიურად სახელშეკრულებო ვადაში;

დ) ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის“ მიერ სახელშეკრულებო ვადაში წელიწადში 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარის ოდენობის თანხა მოხმარდება მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებისათვის დამატებითი განათლების მიცემის მიზნით;

ე) ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი“ 3 წელიწადში ერთხელ თითოეული სახლის შენობისა და ინფრასტრუქტურის მიმდინარე რემონტისათვის გამოყოფს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის თანხას.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნიკა გილაური