არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№331
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016713
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №331

2014 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის  უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს , რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს –ასოციაცია  საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს (ს /კ 203839427) უ სასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2017 წლის 1 იანვრამდე,  გადასცეს  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული  ქ. ზუგდიდში, რუსთაველის ქ. №93-ში მდებარე შენობა‑ნაგებობის მე-3 სართულზე არსებული 257.00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი – №43.34.03.006.01.506). 

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა განახორციელოს შენობის რეაბილიტაცია;

ბ) ა(ა)იპ - ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა ამ განკარგულებით გადაცემულ  ქონებაზე განახორციელოს სოციალური სერვისები.

3.  ამ განკარგულების  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში – 2017 წლის 1 იანვრამდე .

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                                    ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2014.
როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 21.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №331. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016713.
სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №331, 21.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016713 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2261949/